LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად შევიდა განცხადება მაია ასათიანის წინააღმდეგ – რას პასუხობს ტელეწამყვანი ბრალდებებს

492

მაია ასათიანის „პროფილის“ მორიგი გადაცემა, რომელიც სტალინს მიეძღვნა, მერამდენე დღეა, საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ზოგი მიიჩნევს, რომ მამა ილარიონის გადაცემაში მიწვევა მის დაცინვას უტოლდებოდა. თავად ტელესახე ასე არ თვლის, თუმცა „პროფილის“ წინააღმდეგ განცხადება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში გუშინ შევიდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის სოფლის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პროფილში“ რამდენიმე ჟურნალისტური სტანდარტი დაირღვ. განმცხადებლის მოსაზრებით, „ჟურნალისტმა წინასწარგანზრახულობით გადაცემაში მიიყვანა, დასცინა და დისკრიმინაციულად მოექცა ფსიქიკური აშლილობის მქონე მოხუც ადამიანს (დადგენილება ყოფილი ეპისკოპოსის ილარიონ სამხარაძის სულიერი მდგომარეობის შესახებ არაერთხელ ყოფილა თავად „რუსთავი 2“-ის განხილვის თემა), არ გადაამოწმა საპატრიარქოსთან სტალინის საკითხის ოფიციალურობა და სულიერი აშლილობის მქონე ადამიანი გამოიყენა, როგორც მხარე და ეკლესიის ოფიციალური პოზიცია“. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აპირებს იმსჯელოს ზემოხსენებულ თემაზე.

რაც შეეხება მაია ასათიანის პოზიციას, ტელეწამყვანმა პასუხი დღეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

  1. გადაცემაში საპატრიარქოს პოზიცია იყო! ოფიციალური კომენტარიც! იმაზეც, რომ მეუფე ილარიონი განკვეთილია და იმაზეც, რომ სტალინის წმინდანად შერაცხვას საპატრიარქო არ ითხოვს!
  2. ადამიანის დისკრედიტაცია, თუ მას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, ადამიანის უფლებათა მსოფლიო კონვენციას ეწინააღმდეგება, ანუ არ მოიწვიო, არ დაპატიჟო, არ ჰკითხო იმიტომ, რომ 30 წლის წინ ეს დიაგნოზი ჰქონდა, საბჭოთა მიდგომა და დისკრედიტაციაა! ამ ლოგიკით რამდენიმე საკმაოდ ცნობილი ადამიანიც არასოდეს უნდა ჩნდებოდეს ეკრანზე.
  3. გადაცემაში ნაჩვენები იყო კადრები „წმინდა იოსების“ ე.წ „რელგიური რიტუალის“, რომელშიც 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ. გადაცემა სწორედ ამ პრობლემას ეძღვნებოდა!
  4. არანაირ დაცინვას ადგილი არ ჰქონია! რაშიც შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ, თუ გადაცემის ამ მონაკვეთს ნახავთ! დამცინავი და შეურაცხმყოფელი კომენტარები ამ ადამიანის მისამართით იყო თქვენგან, სოცქსელში!

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები,რომ თემა დროულად და სწორად იყო შერჩეული, ერთი კვირაა, სტალინზე მსჯელობთ! მეგობრებო, არ დაიღალეთ ლანდების დევნით?“ – კითხულობს „პროფილის“ ავტორი და წამყვანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები