LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადახლო-ბაგრატაშენის ხიდი რეგიონული ეკონომიკის დამაკავშირებელი გზა იქნება

112

ძალიან მიხარია, რომ უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე საქართველოს პოზიციები ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით გაუმჯობესდა და მოწინავე ადგილი დაიკავა იმ ქვეყნებთან შედარებით, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ, – ამის შესახებ EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ განაცხადა. მისი თქმით, ამ გარემოებამ, საქართველოს მიღწევებმა, EBRD-ს საშუალება მისცა, მეტი ინვესტიცია განეხორციელებინა ამ ქვეყანაში.

„სწორედ ამიტომ, 2016 წელი რეკორდული მაჩვენებლით გამოირჩეოდა – 17 პროექტის ფარგლებში 250 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ეს EBRD-ისათვის ნამდვილად რეკორდული მაჩვენებელი იყო საქართველოს მასშტაბით. 2016 წელს განხორციელებული ინვესტიცია ძალიან ბევრ ინოვაციას და სიახლეს მოხმარდა. მაგალითად, 80 მილიონი ევროს ინვესტიცია კერძო სექტორის წარმომადგენლების ძალიან ფართო სპექტრს მოხმარდა. მათ შორისაა ჯანდაცვა, აგრობიზნესი, ტელეკომუნიკაციები, საკუთრება და ტურიზმი. ელექტროენერგიის კუთხით შეიქმნა კავკასიაში პირველი ქარის ენერგიის სადგური გორში. ამგვარი სადგური პირველია კავკასიაში. მუნიციპალურ სექტორში სამი უნიკალური პროექტის ფარგლებში 40 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორისაა ლურჯი ავტობუსები აქ, თბილისში, რომელთა შესახებაც ყველამ იცის; მყარი ნარჩენების შესაგროვებელი ავტომანქანები ქვეყნის მასშტაბით, ქობულეთში კი აშენდა წყლის გადამამუშავებელი ქარხანა. ტრანსპორტის კუთხით გაფორმდა სუვერენული სესხი, რომელიც მოხმარდება სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის მშენებლობას – ეს იქნება საზღვრის კვეთის წერტილი, რეგიონული ეკონომიკის დამაკავშირებელი გზა“, – განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები