LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადახლოზე 7600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

29

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სადახლოზე 7600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

მათივე განცხადებით, 9 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქის, გ.დ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას 7600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები