LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადაური ტურისტების მასპინძლობა სურთ ქართველებს -კვლევის შედეგები

92

საქართველოსა და სომხეთში 1200-მა რესპონდენტმა უპასუხა კითხვას, თუ რომელი ქვეყნებიდან ისურვებდნენ ტურისტთა ნაკადის შემოსვლას მათ ქვეყანაში. 

კვლევითი ორგანიზაცია IPM -ის ცნობით, საქართველოში გასულ წელს ყველაზე მეტი ტურისტი მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდა. ვიზიტორთა შორის ლიდერობენ სომხები, ასევე, აზერბაიჯანელები და თურქები. კვლევის მიხედვით კი, ამ ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტების შემოსვლას შესაბამისად – 16%, 20% და 16% მომხრე ჰყავს.

ქართველებისთვის, მეზობელ ქვეყნებს შორის, ყველაზე სასურველი რუსი ტურისტების მიღება აღმოჩნდა (32%). ქართველ რესპონდენტებს ყველაზე მეტად გერმანელი (47%), ამერიკელი (47%) და ფრანგი (44%) ტურისტების მასპინძლობა სურთ. გამოკითხულთა მხოლოდ 2% აღნიშნავს, რომ ტურისტების შემოსვლას არც ერთი ქვეყნიდან არ ისურვებდა. ( რესპონდენტებს შეეძლოთ ერთზე მეტი პასუხის დაფიქსირება. რის გამოც, პასუხების ჯამი 100%-ზე მეტია.)

IPM -ის ცნობითვე, სომხეთში 2017 წელს, ისევე, როგორც წინა წლებში, ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ჩავიდა. გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ სომხები კეთილგანწყობილები არიან რუსი ტურისტების მიმართ – გამოკითხულთა 37% სომხეთში მათ სტუმრობას კვლავ ისურვებდა. სომხებისთვის ყველაზე სასურველი ფრანგი ტურისტების მიღება აღმოჩნდა (45%). სომეხი რესპონდენტების 6%-ს კი ტურისტების შემოსვლა თავიანთ ქვეყანაში საერთოდ არ სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები