LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადილი ორ წუთში: როგორ მივიღოთ დელიკატესი?

151

კომპანია “ნაციონალური დელიკატესი ნდ”-ი მომხმარებელს 100%-ით ნატურალურ, სპეციალურ პაკეტებში შეფუთულ, მზა საკვებს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, საკვები არ შეიცავს კონსერვანტებსა და დანამატებს. მისი განსაკუთრებულობა კი მდგომარეობს იმაში, რომ პროდუქცია მხოლოდ ნედლი ხორცითა და ბოსტნეულით მზადდება.

”ჩვენი პროდუქტი შექმნილია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება და დროის ფაქტორი. მხოლოდ 2 წუთი მიკროტალღურ ღუმელში და შეეგიძლიათ, მიირთვათ უგემრიელესი კერძები”, – აღნიშნეს მზა საკვების მწარმოებელ კომპანიაში.

მათივე ცნობით, “ნაციონალური დელიკატესი ნდ”-ი ამ ეტაპზე 7 სახეობის კერძს აწარმოებს, თუმცა სამომავლოდ ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს. ”კერძების მოსამზადებლად ინგრედიენტებს, ანუ ბოსტნეულსა და ხორცსს ვყიდულობთ ფერმერებისგან, რომლებსაც პროდუქტის უვნებლობის საჭირო სერთიფიკატები აქვთ. ამასთან, ნედლეულს გავლილი აქვს ყველანაირი შემოწმება”, – განმარტეს “ნაციონალური დელიკატესი ნდ”-ში.

როგორც კომპანიაში აღნიშნეს, ამ დროისთვის მათი კერძების რეალიზება მხოლოდ თბილისის მასშტაბით ხორციელდება – პროდუქცია იყიდება ქსელურ მარკეტებსა და დიდ მაღაზიებში. უახლოეს მომავალში კი იგეგმება საქართველოს რეგიონებში შესვლაც.

ცნობისთვის, კომპანია “ნაციონალური დელიკატესი ნდ”-ი ბაზარზე 2017 წლის იანვრიდანაა წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები