LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადისტრიბუციო და დასუფთავების მანქანებმა შესაძლოა ღამის საათებში იმოძრაონ

37

დედაქალაქში საცობების დარეგულირების თემაზე თბილისის მერი, კახა კალაძე შს მინისტრს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კალაძემ განაცხადა, ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, სადისტრიბუციო კომპანიებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რათა დღის განმავლობაში დიდი ზომის მანქანებმა ქალაქში არ იმოძრაონ.

„დიდ პრობლემას ქმნიან სატვირთო მანქანები და ყვითელი მიკროავტობუსები, რომლებიც ყველგან აჩერებენ. გამოყოფილი იქნება კონკრეტული ქუჩები, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე ექნებათ გაჩერების უფლება“, – განაცხადა მერმა.

ქალაქში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად ცვლილება შეეხებათ დასუფთავების მანქანებსაც.

„დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების გატარება. მერიამ „თბილსერვისს“ უკვე დაავალა, უახლოეს ხანში წარმოადგინოს ნარჩენების გატანის გეგმა. აუცილებელია, განსაკუთრებით ღამის საათებში მოხდეს ეს, რადგან არ შეიზღუდოს მოძრაობა დღის განმავლობაში,“ – აღნიშნა კალაძემ.

კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია ქვეითად მოსიარულეების საკითხი, რომლებიც “ზებრა” გადასასვლელებზე არ გადადიან.

„ქვეითად მოსიარულეები, რომლებიც “ზებრა” გადასასვლელებზე არ გადადიან,  საფრთხეში აგდებენ თავიანთ სიცოცხლესაც და მძღოლებსაც სერიოზულ პრობლემას უქმნიან. ამაზე განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული და ტყუილად არ არის, რომ ჩვენ დავიწყეთ მიწისქვეშა გადასასველების მოწესრიგება“, – აღნიშნა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები