LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საძოვრებზე დენი იქნება – იალაღებზე ელექტროგადამცემი ხაზები მონტაჟდება

118

აჭარაში, ალპურ საძოვრებზე ელექტროგადამცემი ხაზები მონტაჟდება. ყველაზე მაღალმთიან ხულოს მუნიციპალიტეტში იალაღების ელექტროფიკაცია უკვე 10-მდე მთაზე განხორციელდა, რომლებითაც 16-ზე მეტი სოფელი სარგებლობს.

პროექტში ამ ეტაპზე 541 ათას ლარამდე დაიხარჯა. დაწყებულია მუშაობა კურორტ ბეშუმის და მიმდებარე იალაღების (13 სოფლის) ელექტროფიკაციის მიმართულებით, რისთვისაც გამოყოფილია  248 900 ლარი.

ელეტროგადამცემი ხაზების მოწყობა ხულოს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, იალაღების ელექტროფიკაცია უპრეცედენტოა, რადგან არც ერთ პერიოდში  მსგავსი პროექტი სამთო იალაღებისთვის არ განხორციელებულა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სამთოიალაღებს ეწვია და მთების ელექტროფიკაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. მასთან ერთად იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე.