LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საედ დუდაევი სამართალდამცველებს შეცდომით ჰყავთ დაკავებული – უმარ იდიგოვი

94

კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტის, უმარ იდიგოვის, ინფორმაციით, ტერორიზმში ბრალდებული, საედ დუდაევი, სამართალდამცველებს შეცდომით ჰყავთ დაკავებული.

იდიგოვის განცხადებით, დაკავებული მისი ნათესავია და იცის, რომ მას ტერორიზმთან კავშირი არ ჰქონია. იდიგოვის თქმით, დაკავებული ადრე იმ ბინაში ცხოვრობდა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა.

საედ დუდაევი არაფერში იყო ჩართული. იმ ბინას, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, რამდენადაც ვიცი, ჩეჩენ ოჯახზე აქირავებდნენ და ეს ოჯახი იყო დუდაევის. ჩამოდიოდნენ საქართველოში და საკუთარი ბიზნესი ჰქონდათ, მანქანების ნაწილების ბიზნესი. ის ადამიანი შეცდომით ჰყავთ დაკავებული. თუ გახსოვთ, ამ ბინაში ადრე ვინც ცხოვრობდა, ისინიც ჰყავდათ დაკავებული. მას ტერორიზმთან არასდროს არ ჰქონია კავშირი. იმ ბინაში ვინც ცხოვრობდა იმათგან, არავის იცნობდა. თუ იცნობდა, მაშინ მათთან ერთად იბრძოლებდა და ალბათ, დაიღუპებოდა კიდეც, – განაცხადა უმარ იდიგოვმა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედი დუდაევია. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის სააპელაციო სასამართლოში ადასტურებენ.

პოპულალურები