LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო ფულადი გადარიცხვები უფრო სწრაფი და იაფი გახდება – რას გვთავაზობს UniPAY

261

სრულიად მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ფულადი გადარიცხვები ბევრად უფრო იაფი და რაც მთავარია, სწრაფი გახდება. საერთაშორისო კომპანია Ripple-მა ე.წ SWIFT კოდების თანამედროვე ალტერნატივა შექმნა, რომელიც აქტიურად და სწრაფად ინერგება მსოფლიოში, რათა ფულადი გადარიცხვები ბევრად სწრაფი და იაფი გახდეს. აღნიშნული სერვისით სარგებლობის საშუალებას კი ქართველ მომხმარებელს, ადგილობრივი კომპანია UniPAY მისცემს.

როგორც ”ფორტუნას” UniPAY-ს დამფუძნებელმა კობა ქურდაძემ განუცხადა, UniPAY ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელმაც მოახერხა და გახდა Ripple -ის გლობალური ქსელის  ოფიციალური წევრი, რომელიც განავითარებს RippleNET-ს, როგორც საერთაშორისო ფულადი გადარიცხვების ალტერნატიულ ჰაბს. 

”ჩვენი კომპანია არის პირველი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, რომელიც შეუერთდა კომპანია Ripple -ს და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, შეძლებს რომ ქართველ მომხმარებლებს შესთავაზოს, სწრაფი და იაფი საერთაშორისო ფულადი ტრანაქციების განხორციელების საშუალება”, – აღნიშნა კობა ქურდაძემ.

ცნობისთვის, კომპანია UniPAY დაარსდა 2010 წელს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ელექტრნული ფულის განვითარებას საქართველოში და მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, უსაფრთხო ანგარიშსწორებისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები