LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საერთაშორისო გამჭირვალობა“: ხუთ წელში ” ქართულმა ოცნებამ” პიარსა და რეკლამაში 98 მლნ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯა

37

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საჯარო უწყებებში პიარ აქტივობებსა და რეკლამაში  დახარჯულ თანხებს ეხება. კვლევის თანახმად ამ პერიოდში სულ დახარჯულია 98 მილიონ 480 ათას ლარზე მეტი.

მესამე სექტორში განმარტავენ, რომ  ჯამში, პიარის სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში, რეკლამასა და სხვადასხვა პიარაქტივობებში 159 მილიონ 730 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. 

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობაში” აცხადებენ, პიარაქტივობებისა და სარეკლამო ხარჯის მხრივ დიდი წილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე მოდის (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნული სააგენტო და აწარმოე საქართველოში). ყველაზე მზარდი 2016 წელია, საპარლამენტო არჩევნების პერიოდი.

კვლევაში ასევე მითითებულია ყველაზე მაღალბიუჯეტიანი უწყებები. ამ ჩამონათვალში ძირითადად საჯარო სამართლის იურიდიული პირები მოხვდნენ: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნული სააგენტო და აწარმოე საქართველოში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში ცალკე პუნქტად მოხვდა მთავრობის ადმინისტრაცია.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, 2012 წელს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში 32 ადამიანი, 2016 წელს კი 74 ადამიანი მუშაობდა.
კვლევის თანახმად, 2012 წელთან შედარებით, 2016 წელს ანაზღაურებაში დახარჯული თანხა 286,118 ლარიდან 2,947,958 ლარამდე, 90%_ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები