LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დასკვნიდან საქმისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იკითხება -კობახიძე

55

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეპუტატების სამეწარმეო საქმიანობაზე ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშს ”უპასუხისმგებლოს” უწოდებს. კობახიძე მიუთითებს, რომ დოკუმენტში მოცემული ფაქტები და გარემოებები შესწავლილი არ არის.

”როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებული ვარ გამოვეხმაურო ამ საკითხს. საქმე ეხება ჩვენს დეპუტატებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს. შემიძლია აღვნიშნო, ამ დასკვნიდან სულ მცირე იკითხება უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საქმისადმი. არ არის შესწავლილი ფაქტები, არ არის შესწავლილი გარემოებები და ცდილობენ ჩირქი მოაცხონ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, რაც ბუნებრივია ჩვენი მხრიდან დადებითად შესაფასებელი არ არის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოპულალურები