LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი ხელი შეუწყობს ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე წვდომას

128

საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი (ITC)  ხელი შეუწყობს ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე წვდომას. ამის შესახებ ცენტრის პროგრამების კოორდინატორმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში არმენ ზარგარიანმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხევდრაზე განაცხადა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილესთან ნოდარ კერესელიძესთან გამართული შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ქართული ნიშური პროდუქტების – თაფლი, მწვანილი და კენკროვანი ხილი, ევროკავშირის ბაზარზე გატანის შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ისაუბრა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებული ძირითადი ვალდებულებების  შესახებ. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით,  აღნიშნული ვალდებულებების შესრულება  ქართული ნიშური პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანის  მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები