LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საგადასახადო პოლიტიკა და სხვა რეფორმები განვიხილეთ

47

საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო პოლიტიკა, ფისკალური რისკების მართვა, ვალის მართვის სტრატეგიის შემუშავება, ფისკალური წესები და გამჭვირვალობა, – ესაა იმ რეფორმების ჩამონათვალი, რომელზეც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსთან, ვიტორ გასპართან და მის გუნდთან ერთად განიხილა. აღნიშნული დეპარტამენტი საქართველოს, კერძოდ კი ფინანსთა სამინისტროს, უწევს ტექნიკურ დახმარებას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე გამოკვეთეს პრიორიტეტული მიმართულებები, სადაც ტექნიკური დახმარება უფრო ინტენსიური იქნება. აღინიშნა, რომ საქართველომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო პოლიტიკა, ფისკალური რისკების მართვა, ვალის მართვის სტრატეგიის შემუშავება, ფისკალური წესები და ფისკალური გამჭვირვალობა და სხვა, საბოლოო ჯამში, მიმართულია უკეთესი ბიუჯეტირებისაკენ, რათა რისკებმა, რაც შეიძლება ნაკლები გავლენა იქონიოს ქვეყნის ბიუჯეტზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებზე EBRD-ის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს კაპიტალის ბაზარი. ყურადღება გამახვილდა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული ბაზრის რეფორმირებისთვის. ქართულმა მხარემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან აღნიშნული რეფორმის კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ მისი განვითარება უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული ფინანსური წყაროების შესაქმნელად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები