LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეხვედრა გაიმართა

32

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა არსებული სამწლიანი პროგრამის მიმდინარეობა და სტრუქტურული რეფორმები იყო.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საპენსიო რეფორმის, კერძო და საჯარო თანამშრომლობისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე. საუბარი შეეხო ეკონომიკურ მაჩვენებლებს და წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში სამწლიან პროგრამას ახორციელებს. ახალი პროგრამა საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას ეფუძნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები