LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე იმერეთისა და კახეთის ცნობადობა ამაღლდება

92

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, კახეთისა და იმერეთის რეგიონების ტურისტული ცნობადობის ამაღლების მიზნით, მარკეტინგულ სტატეგიაზე მუშაობა დაიწყება. ამასთან, ტურიზმის ადმინისტრაციისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ კახეთის და იმერეთის რეგიონების ახალი მარკეტინგული სტრატეგია და საიმიჯო ვებგვერდები მომზადდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალ სტრატეგიაზე საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, კახეთის და იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც მუშაობენ. პროექტის მიხედვით რეგიონების ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული კამპანია მიზნობრივ ქვეყნებში გაიმართება. პროექტი საჯარო და კერძო სექტორს გააერთიანებს და ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე ტურიზმის განვითარებას.

პროექტის დეტალები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა და მოწევეულმა ექსპერტებმა განიხილეს. პროექტის მონაწილე ექსპერტის იანეს სირსეს განცხადებით, პროექტის მიზანია საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე იმერეთის და კახეთის რეგიონების ცნობადობის ამაღლება:

„კახეთის შესახებ მთავარი მესიჯი ღვინო იქნება. იმერეთთან დაკავშირებით კი კულტურული, ბუნებრივი მემკვიდრეობა. ჩვენი მიზანია საქართველოში უფრო მეტი მოგზაურის ჩამოსვლა, თქვენი ქვეყნიდან კმაყოფილი ტურისტების წასვლა, ეკონომიკის ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა.“ -განაცხადა იანეს სირსემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები