LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საერთო ფეისბუქი და X6 გაზზე” – უცნაური ფაქტები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით

689

ჩვენს ყოველდღიურობაში ხშირად ვაწყდებით უცნაურ ფაქტებს და ტენდენციებს.

გთავაზობთ, ყველაზე გავრცელებულ შემთხვევებს, რომლებსაც ჩვენ ახსნას ვერ ვუძებნით.

  1. გიო და თეო, ნინო მამუკა ნანოშვილები

უამრავი ფეისბუქ ექაუნთია, რომელსაც ერთის გარდა ორი ან მეტი მესაკუთრე ჰყავს. ძირითადად, ასეთი პროფილები შეყვარებულებსა და ცოლ-ქმარს აქვთ.

პირველ რიგში ეს უნდობლობის გამოხატულებაა. ამის გარდა, ადამიანს, რომლებსაც ერთ-ერთ მათგანთან კონტაქტი სურს, არჩევანის საშუალება არ აქვს.

2. კი თუ არა?

დახურულ ჯგუფებში ხშირად, იშვიათად კი პროფილებზე აქვეყნებენ ორსულობის ტესტს და კითხულობენ დადებითია თუ არა ის.

ორსულობის ტესტს მოყვება ინსტრუქცია, რომლის წაკითხვის შემდეგ მარტივად მიხვდებით როდის ხართ ფეხმძიმედ და როდის არა. თუ ტესტი ორ ხაზს აჩვენებს, დიახ, თქვენ ორსულად ხართ!

3. ძვირადღირებული მანქანის ყიდვა და გაზზე გადაყვან

როგორც წესი, ადამიანები საკუთარი შემოსავლების შესაბამის ნივთებს, საქონელს ყიდულობენ.

თუმცა ასეთებიც ხდება…

4. სამარხვო ხორცები

მარხვა არ ნიშნავს კონკრეტულად, საკვების შეზღუდვას. მარხვა საკუთარი თავის ცოდვებისგან დაცვაა. საკვები კი ამის გარეგნული გამოხატულებაა.

თუ ხორცზე უარის თქმას ვერ ახერხებთ, მნიშვნელობა არ აქვს ცხოველის ხორცს შეჭამთ, თუ სოიოთი დამზადებულ პროდუქტს. მთავარია, რომ სურვილზე უარს ვერ ამბობთ.

5. ფოტოებით და ანიმაციებით დღესასწაულებისა და სხვადასხვა თარიღების მილოცვა

6. „დღეს პირველად ვარ მეტროში“

ეს ფრაზა ძირითადად სიმართლეს არ შეესაბამება ხოლმე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარული სირცხვილი არ არის.

7. კონკრეტულ ადგილზე შეუფერებლად მისვლა
კლუბებში საბანკეტო კაბებით, პლიაჟზე და დარბაზში კი მაკიაჟით სიარული.

8. სამოგზაუროდ ყოფნისას უამრავი სელფის გადაღება და გამოქვეყნება

თუ მოგზაურობის მიზანი ახალი ადგილების დათვალიერება და ნახვაა, სელფებში (სადაც გარემოც კი არ ჩანს) დროის დახარჯვა, გაუმართლებელია.

9. ბრენდული მაღაზიის პარკების რეცხვა და მათი მრავალჯერადი გამოყენება

ძირითადად ახასიათებთ მათ, ვინც ბრენდებს დიდ ყურადღებას აქცევს და აქვს დაუოკებელი სურვილი, ყველამ გაიგოს რომ არაბრენდულ ნივთებს არ აღიარებს. ამით იმიჯის შექმნას და თავის დამკვიდრებასაც ცდილობენ.

10. სხვის სტატუსის საკუთარ ნააზრევად გასაღება, ან საკუთარი აზრის ცნობილი ადამიანისთვის მიწერა

11. მხოლოდ საქართველოში

ხშირად გაიგებთ ან წაიკითხავთ ასეთ ფრაზებს – სინამდვილეში ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოში არ ხდება

 

12. იციან მშობლიურ ენაზე სიტყვები, თუმცა საუბრისას ინგლისურ ან რუსულ ვერსიებს ამჯობინებენ, მხოლოდ იმიტომ რომ ჰქონიათ ეს უფრო ინტელექტუალურად წარმოაჩენთ.

მაგალითად:

„ჩემი რესპექტები შენ“; „ვიქენდი გავატარე შესანიშნავად“; „ჩემი ინსპირაციის წყარო გახდა“; „მე ბარში ვჩილაუთობ“ “შესტოი დავამთავრე” და ა.შ.

უცხო სიტყვა გამართლებულია მაშინ, თუკი ის ენას ამდიდრებს და ჩვენს არსებულ ლექსიკას არ ფარავს.

13. ქალაქის გარეუბანში მცხოვრები ოჯახები, შვილებს ცენტრალურ უბანებში ატარებენ სკოლაში ან ბაღში

ხშირია, როდესაც მშობლები ბავშვებს საცხოვრებელი ადგილიდან შორს ატარებენ სკოლაში ან ბაღში. მხოლოდ იმისთვის, რომ “პრესტიჟულ” უბნებში იარონ, ისინი გზაში და საცობებში უამრავ დროს ხარჯავენ.

ეს იმდენად შესამჩნევი ტენდენციაა, რომ განათლების სამინისტრომ წელს სპეციალური განცხადებაც გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები