LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთო ინტერესების მქონე ადამიანების ურთიერთობა უფრი მყარია

198

ფსიქოლოგების ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანები ერთმანეთს არ იზიდავენ. კვლევის შედეგები ჟურნალმა Journal of Personality and Social Pschology გამოაქვეყნა.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანები არ მეგობრობენ ან არ იწყებენ რომანტიკულ ურთიერთობებს განსხვავებული ინტერესების, შეხედულებებისა და ღირებულებების  მქონე ადამიანებთან. ფსიქოლოგების კვლევაში 1.5 ათასმა წყვილმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ  შეყვარებულები, მეგობრები და საქმიანი პარტნიორები. რესპოდენტებთან ორი სახის ექსპერიმენტი ჩატარდა. პირველ ეტაპზე რესპოდენტებმა  სპეციალური კითხვარები შეავსეს, სადაც მათ ღირებულებებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხეს. მეორე კვლევაში მეცნიერებმა რესპოდენტები შემთხვევითობის პრინციპით გამოარჩიეს და დააკვირდნენ, როგორც იცვლებოდა მათი ურთიერთობა გაცნობის პერიოდიდან კვლევის მომენტამდე. გაირკვა, რომ ადამიანებს პირადი ინტერესები არ შეუცვლიათ და ურთიერთობაც ბევრად მყარი გახდა მათთან, ვინც საერთო ინტერესებს იზიარებდა.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ამის მიზეზი ადამიანის ხასიათში უნდა ვეძებოთ. ყველას სურს შექმნას კომფორტული და მყუდრო გარემო და ყველა ერიდება რადიკალურ ცვლილებებს ცხოვრებაში. ინფორმაციას გამოცემა The Guardian აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები