LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საევაკუაციო კიბე, რომელიც სასტუმრო „ლეოგრანდის“ შენობაშია, სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებდა

86

საევაკუაციო კიბე, რომელიც სასტუმრო „ლეოგრანდის“ შენობაშია, სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სირაძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, მეხანძრე-მაშველებმა საგანგებო სიტუაციის დროს აღნიშნული კიბის გამოყენება ვერ შეძლეს.

სასტუმროს თანამშრომლების ნაწილი და თვითმხილველები კი აცხადებენ, რომ სასტუმროს საევაკუაციო კიბე აქვს და მისი გამოყენება ძლიერი დაკვამლიანების გამო ვერ მოხერხდა.

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი გუშინ, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.

ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა. დაშავებულთა შორის ასევე არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 1 მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები