LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დეკემბერში მოუსმენენ

72

პარლამენტის საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს 4 დეკემბერს მოუსმენენ.

გვენეტაძე კომიტეტს ფულად საკრედიტო პოლიტიკის საკითხს წარუდგენს. ამასთან, როგორც კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, შესაძლებელი იქნება მისთვის კითხვების დასმა ლარის კურსზე და ნებისმიერ სხვა საკითხზე, რომელიც ეროვნულ ბანკს და საბანკო სისტემას უკავშირდება.

კოვზანაძის განმარტებით, კობა გვენეტაძე ფულად-საკრედიტო პოლიტიკის საკითხით კომიტეტში დღეს უნდა მოსულიყო, მაგრამ იმის გამო რომ საქართველოში არ იმყოფება, მისი მოსმენა ერთი კვირით გადაიდო. „საკითხი თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე მინდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა წარმოადგინოს და არა ვიცე პრეზიდენტმა“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები