LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთი „ფეიქ ნიუსების “ წინააღმდეგ კანონს შემოიღებს

90

საფრანგეთის ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლას იწყებს.  ამის შესახებ პრეზიდენტმა  ემანუელ მაკრონმა  ტელეარხ France 24-ის ეთერში, პრესისადმი საახალწლო მიმართვაში განაცხადა.

„ჩვენ „ფეიქ ნიუსებისგან“ დაცვის იურიდიული მექანიზმისდანერგვას ვგეგმავთ. სოციალური ქსელების პლატფორმები ვალდებულები იქნებიან გაზრდილი გამჭვირვალობით იმოქმედონ, როდესაც საქმე ეხება დაფინანსებულ მასალებს, რათა ყველასათვის ნათელი იყოს, თუ ვინ და რა ფასად შეუკვეთა ესა თუ ის მასალა“, – აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით მზადდება კანონი, რომელიც „ფეიქ ნიუსების“ წინააღმდეგ იქნება მიმართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები