LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის ბიზნესსექტორს თბილისის საინვესტივიო შესაძლებლობები გააცნეს

66

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე დღეს MEDEF International-ის დელეგაციას შეხვდა.  შეხვედრაზე თბილისის მერიის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

28 კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში არიან 22 სხვადასხვა კომპანიის, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები სხვადასხვა სექტორიდან, მათ შორის საბანკო საქმიანობა, მშენებლობა და ინფრასტრუქტურა, ტელეკომუნიკაციები, ტრანსპორტი, ურბანული სფერო, თავდაცვა, ენერგია, კონსალტინგი, სოფლის მეურნეობა.

ჩვენ მივიღეთ საფრანგეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლთა საკმაოდ სოლიდური დელეგაცია.  მათ წარვუდგინეთ თბილისის საინვესტიციო პროფილის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა თბილისში დაგეგმილ ყველა პროექტს. გავაცანით ის პოტენციალი, რაც გააჩნია თბილისს საინვესტიციო მიმართულებით. კომპანიების ინტერესი არის ძალიან მაღალი და იმედი მაქვს, ამ შეხვედრას მოყვება კონკრეტული შედეგი საინვესტიციო აქტივობის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დელეგაციას კომპანია Oberthur Technologies- Identité- განყოფილების  გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, MEDEF International-ის კომპანიათა ხელმძღვანელების საბჭოს თავმჯდომარე კრისტოფ ფონტენი ხელმძღვანელობს.

MEDEF International-ის დელეგაცია საქართველოში ბოლოს 2015 წლის მაისში იმყოფებოდა. MEDEF International-ის დელეგაციის ვიზიტი რიგით მეხუთეა საქართველოში განხორციელებულ მისიებს შორის. ვიზიტის პროგრამა საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და მათი უშუალო მხარდაჭერით შემუშავდა. პროგრამა საშუალებას აძლევს ფრანგულ კომპანიებს პირადად შეხვდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს და ადგილობრივ კომპანიებს, ისევე როგორც ქვეყანაში აქტიურ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს.

MEDEF International 1989 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმოადგენს MEDEF- მთელს მსოფლიოში, ორმხრივი ურთიერთობების დონეზე. MEDEF International ხელს უწყობს ფრანგული კომპანიების გამოცდილებისა და უნარჩვევების გაზიარებას, სავაჭრო გაცვლას, ტექნოლოგიურ თანამშრომლობას, ხანგრძლივ პარტნიორობასა და ინვესტიციებს.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, კახა გვანცელაძე, ,,თბილსერვის ჯგუფისხელმძღვანელი, ლევან ჯღარკავა, ასევე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები.

პოპულალურები