LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის ციხეში პატიმარმა ექთანი მძევლად აიყვანა

89

საფრანგეთის ქალაქ სალონ-დე-პროვანსის ციხის პატიმარმა ციხის ექთანი მძევლად აიყვანა. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო იუწყება. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ექთანი ფსიქიატრიულ განყოფილებაში მუშაობს. მომხდართან დაკავშირებით კრიზისული საბჭო შეიქმნა. პოლიციის ცნობით, პატიმართან, რომელიც მძევლის თვითნაკეთი იარაღით მოკვლით იმუქრება, დაწყებულია მოლაპარაკებები.

ადგილზე გადაიყვანეს მარსელის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც არ არის კავშირში ტერორიზმთან. ის ძალადობის ბრალდებით ხანგრძლივი ვადით არის გასამართლებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები