LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის პრეზიდენტი სირიაში განხორციელებულ სამხედრო დარტყმას ეხმაურება

243

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სირიაში განხორციელებულ სამხედრო დარტყმას ეხმაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტი მაკრონი განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, 2018 წლის 7 აპრილს, ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა სირიის რეჟიმს ეკისრება.

„წითელი ხაზი, რომელიც საფრანგეთმა 2017 წლის მაისში გაავლო, გადაკვეთილია“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ საერთაშორისო ოპერაციაში სირიის რეჟიმის ქიმიური არსენალის წინააღმდეგ.

„ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს ქიმიური იარაღის მოხმარების ტრივიალიზაციას, რაც უშუალო საფრთხეს წარმოადგენს სირიელი ხალხისა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის. ეს არის საფრანგეთის მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოზე მუდმივად წინ წამოწეული ინიციატივების არსი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთის პრიორიტეტები სირიაში არის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის დასრულება, მოსახლეობისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ ჰუმანიტარულ დახმარებაზე ჰქონდეთ წვდომა, კონფლიქტის პოლიტიკური გზით რეგულირების მიღწევა, რათა სირიაში დამკვიდრდეს მშვიდობა და რეგიონში სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი.

„უახლოესი დღეებისა და კვირების განმავლობაში მტკიცედ მივყვები ამ პრიორიტეტებს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

პოპულალურები