LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის პრეზიდენტის ტელეფონის ნომერი ინტერნეტში გავრცელდა

120

უცნობმა ჰაკერებმა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ტელეფონის ნომერი ინტერნეტში, ერთ-ერთ ვებგვერდზე განათავსეს. ქვეყნის მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ასობით შეტყობინება მიიღო, მათ შორის ბევრი მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი.

არსებული ინფორმაციით, ნომერი  მას შემდეგ გაავრცელეს , რაც ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომელსაც სახელმწიფოს ლიდერთან პირადი კონტაქტი ჰქონდა,  ტელეფონი მოპარეს. გამოცემა BFMTV იუწყება, რომ ოფიციალურ პირებს  საფრანგეთის ლიდერი მეორე , კარგად დაცული ტელეფონით ელაპარაკება, ხოლო ინტერნეტში გავრცელებული ნომერი მანამდე ცნობილი იყო,  რადგან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მაკრონს ის არ შეუცვლია.

ამ ეტაპზე, სპეცსამსახურები ცდილობენ  დამნაშავეების ვინაობა დაადგინონ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები