LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის საელჩოს თავს ტერორისტები დაესხნენ

106

ბურკინა-ფასოს დედაქალაქში უაგადუგუში მდებარე საფრანგეთის საელჩო ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ინფორმაცია თავდასხმის შესახებ ბურკინა-ფასოში საფრანგეთის საელჩომაც დაადასტურა.

მიმდინარეობს თავდასხმა საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ენის ინსტიტუტის შენობებზე. გთხოვთ დარჩეთ თქვენს ადგილებზე, – ნათქვამია ბურკინა-ფასოში საფრანგეთის საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“.

გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობას ხუთმა შეიარაღებულმა პირმა გაუხსნა ცეცხლი. სამართალდამცველებსა და თავდახმელებს შორის სროლა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები