LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთს ჩემპიონობა უნდა: ვინ რა თქვა

57

მსოფლიო ჩემპიონატის ერთი ფინალისტი ცნობილია. გადამწყვეტ მატჩს საფრანგეთი ითამაშებს, რომელიც ნამდვილად ერთ-ერთი უძლიერესია ტურნირზე. წუხელ ფრანგებმა მშვენიერ გუნდს ბელგიას აჯობეს. ბუნებრივია, მატჩის შემდეგ კომენტარებმაც არ დაახანა. აქ ძალიან მოკლედ გავეცნოთ რამდენიმე მოსაზრებას, თითო წინანადებით.

ედენ აზარი: „ჯობს წააგო ბელგიასთან ერთად, ვიდრე მოიგო საფრანგეთთან. ჩვენ უფრო ლამაზად ვთამაშობთ“.

ჟოზე მოურინიო: „ბელგია შინ დაბრუნდება შეგრძნებით, რომ უკეთ თამაში შეეძლო“.

რობერტო მარტინესი: „ბელგია უნდა შეეცადოს მესამე ადგილი დაიკავოს, მაგრამ ჩვენი ამბიციებით მატჩისთვის მომზადება რთული იქნება“.

 

ანტუან გრიზმანი: „ინგლისი თუ ხორვატია – ჩემთვის სულერთია“.

რიო ფერდინანდი: „მბაპეს სისწრაფე – უკანონოა“.


კილიან მბაპე: „მინდა მსოფლიო თასი მოვიგო, „ოქროს ბურთი“ – ეს ჩემი პრობლემა არ არის“.

ოლივიე ჟირუ: „თუ მსოფლიო ჩემპიონი გოლების გარეშე გავხდები, მაინც კმაყოფილი ვიქნები“.

ვიტცელი: „ბელგია ისეთივე ყურადღებიანი არ იყო, როგორც ბრაზილიასთან მატჩში“.

ვერტონგენი: „იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ბელგია ყველაზე ძლიერი გუნდია ჩემპიონატზე“.

ვენსან კომპანი: „ბელგია ნიჭიერი გუნდია, ეს გაკვეთილი უნდა იყოს“.

პოლ პოგბა: „საფრანგეთს სურს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება“.

ტიბო კურტუა: „საფრანგეთი კარგად იცავდა თავს. ასე თამაშობს მთელი ტურნირი. ფეხბურთისთვის უმჯობესი იქნებოდა ბელგიას რომ მოეგო“.

უგო ლორისი: „საფრანგეთმა ორი წლის წინ ევროს ფინალი წააგო, ამიტომ ეიფორიაში არ უნდა ჩავარდეთ“.

დიდიე დეშამი: „პრაგმატულები და რეალისტები უნდა ვიყოთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები