LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

35

საფრანგეთის ქალაქ პერპინიანში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. მანამდე ინფორმაცია 3 მსხვერპლის შესახებ ვრცელდებოდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მატარებელი სასკოლო ავტობუსს სარკინიგზო გადასასვლელზე შეეჯახა. მომხდარის შედეგად 7 ბავშვი მძიმედ დაშავდა, 12-მა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

თვითმხილველების თქმით, ავტობუსი გადასასვლელზე მაშინ აღმოჩნდა, როდესაც შლაგბაუმი უკვე დაშვებული იყო. ძლიერი დარტყმისგან ავტობუსი 2 ნაწილად გაიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები