LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ელჩად მუშაობა ჩემთვის საინტერესო არ არის – თეა წულუკიანი

41

ექვსი წლის განმავლობაში პარიზში ელჩად ბევრჯერ გამგზავნეს. ეს პოზიცია ჩემთვის საინტერესო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ჩემთვის მეორე სამშობლოა – ასეთი კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა საფრანგეთში საქართველოს ელჩად დაინიშნოს.

თეა წულუკიანი მთავრობაში საკადრო ცვლილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  ზურაბ ალავიძე იყო ერთ-ერთი გამორჩეული კოლეგა, რომელიც იყო თავისუფალი ბიუროკრატიისგან, გართულებებისგან, მას ახასიათებს პროცესის თავისუფალი ადმინისტრირება და საკითხების მარტივად გადაწყვეტა.

რაკი მისი სურვილი ასეთი იყო, რომ დავეტოვებინეთ, მე მას წარმატებებს ვუსურვებ კერძო სექტორში. გუშინ ვესაუბრე და მითხრა, რომ სურს, იმ სამყაროს დაუბრუნდეს, სადაც მთელი ცხოვრება კარიერული წინსვლები ჰქონდა. ქალბატონ მაია ცქიტიშვილს, რომელიც ჩემთვის სასიამოვნო შემომატებაა, წარმატებებს ვუსურვებ. ის კიდევ ერთი ქალი მინისტრი იქნება, რომელიც ჩვენი კაბინეტის ფარგლებში ამხელა სფეროს ჩაიბარებს, – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა,  ზურაბ ალავიძემ,  პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მას კერძო სექტორში დაბრუნება სურს. ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა შეცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები