LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში  ერთმანეთს სასკოლო ავტობუსი და მატარებელი შეეჯახა – დაიღუპა 4 ბავშვი

34

საფრანგეთში  ერთმანეთს სასკოლო ავტობუსი და მატარებელი შეეჯახა, რასაც  4 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია, სულ მცირე, 20 ადამიანი, აქედან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულია. შესაბამისად, არ გამოირიცხება, მსხვერპლის ოდენობა გაიზარდოს.

შემთხვევა ქალაქ პერპინიაში მოხდა, როდესაც ავტობუსი სარკინიგზო გადასასვლელს კვეთდა. სასკოლო ტრანსპორტში ავარიის დროს 11-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები იმყოფებოდნენ.

სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სამსახურის 70-მდე მუშაკი იყო ჩართული. მობილოიზებული იყო ავიაცია.

შემთხვევის ადგილზე ჩავიდა საფრანგეთის პრემიერმინისტრი.

დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა ქვეყნის პრეზიდენტმაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები