LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ტერორიზმის მომზადებაში ეჭვმიტანილი 10 ადამიანი დააკავეს

35

საფრანგეთში ტერორიზმის მომზადებაში ეჭვმიტანილი ათი ადამიანი დააკავეს, რომლებიც პოლიტიკოსებზე თავდასხმას გეგმავდნენ. ამის შესახებ გამოცემა „Minute“ იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ათივე მათგანი დაკავშირებულია მემარჯვენე მოძრაობასთან. ისინი პარიზსა და ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტში დააკავეს. მათგან ორი არასწრულწლოვანია.

ამ ადამიანების დასაკავებლად მასშტაბური ოპერაცია ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდა და მის შესახებ ინფორმაცია უმკაცრესად იყო გასაიდუმლოებული. მათ დასაკავებელ ოპერაციაში პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები