LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრთხის არსებობის და უკონტაქტო დათვალიერებაზე უარის შემთხვევაში, მანდატურს მოსწავლის განცალკევება შეეძლება

127

“ზოგადი განათლების შესახებ კანონით” მოსწავლეთა უსაფრთხოების დასაცავად განცალკევების მექანიზმი ამოქმედდება.

როგორც საკითხის მომხსენებელმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, განაცხადა, განცალკევების მექანიზმის გამოყენება მოხდება მაშინ, როცა მოსწავლეთა ქმედებით საფრთხე ემუქრება პირთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ან მოსწავლე უარს ამბობს უკონტაქტო დათვალიერებაზე.

ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, მოსწავლის განცალკევება უნდა მოხდეს, როგორც კანონპროექტში წერია “ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში მშობლის მისვლამდე და სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით”.

“განცალკევება არაა დაკავება”- განაცხადა მეზვრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები