LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგადასახადო ცვლილებები 120 ათასზე მეტ მეწარმეს და ფიზიკურ პირს შეეხება – გიორგი კვირიკაშვილი

82

“საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები 120 ათასზე მეტ მეწარმეს და ფიზიკურ პირს შეეხება,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ცვლილებების მიხედვით, საუბარია განაკვეთის 5- ჯერ შემცირებაზე – 5%-იდან 1%-მდე და მოიცავს იმ კომპანიებს, რომლებიც თუ ადრე იყო 100 ათას ლარამდე ბრუნვა, ახლა 500 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიებს მოიცავს.

„ძალიან მასტაბური ცვლილებებია და მნიშვნელოვანი იმითაა, რომ პირველი ეტაპი, რომელიც ჩვენ მოგების გადასახადის გაუქმებით განვახორციელეთ, შეეხო საშუალო და მსხვილ მეწარმეებს და ეს ცვლილებები ეხება წვრილ მეწარემეებს და პირდაპირ არის დაკავშირებული მათ სოციალურ მდგომარეობასთან.

“მე მოხარული ვარ, რომ დიდი პოზიტივი მოჰყვა ამ ცვლილებებს. ფინანსთა სამინსიტროს უვკე დაგეგმილი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირე მეწარმეებთან შეხვედრები.

“ამ ცვლილებებს ახლავს კიდევ სხვა ადმინსიტრაციული ტიპის შემსუბუქება – ძალიან მნიშვნელვოანი ცვლილებები, რომელიც აიოლებს მეწარეებების ურთიერობას საგადასახადო ინსტიტუთებან. მეწარმემ უნდა დახარჯოს მინიმალური დრო შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობაზე და სწორედ ასეთი ცვლილებებია ჩადებული,“ – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები