LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საგადასახადო დარღვევებთან დაკავშირებით არსებული ჯარიმები უნდა შეიცვალოს”

220

ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილი ივანე მაჭავარიანის შეფასებით, საგადასახადო დარღვევებთან დაკავშირებით არსებული ჯარიმები და სასჯელი არის დისპროპორციული, დრაკონული და უნდა შეიცვალოს.

როგორც მაჭავარიანმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, ფინანსთა სამინისტრო შესაბამისი ინიციატივით უახლოეს მომავალში გამოვა. „ჩვენი საგადასახდო სისტემა არის ლმობიერი, კარგი, მაგრამ ჯარიმების კუთხით არის დისპროპორციული. დარღვევის პროპორციული სასჯელი არ არის – სასჯელი არის ბევრად დრაკონული. ამას გაუმჯობესება სჭირდება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, ფინანსთა ახალი მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ არ მოხდება საგარეო ვალის და მიმდინარე ხარჯების ზრდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები