LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხილვას პარლამენტი გაზაფხულზე დაიწყებს

38

კანონპროექტი, რომლითაც მოგების გადასახადით დაბეგვრის მექანიზმები შეიცვლება, პარლამენტში გაზაფხულზე შევა.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, სამუშაო პროცესი ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს და თვის ბოლომდე პრინციპული საკითხები სამუშაო რეჟიმში გადაწყდება.

მისივე თქმით, ამის შემდეგ მთავრობა  გეგმავს ბიზნესთან კომუნიკაციას.

,,ეს არ იქნება ეტაპობრივი შემცირება.მოხდება მოგების გადასახადის მთლიანი რეფორმა და განაწილებულ მოგების გადასახადზე გადასვლა. თუ კომპანია არ გაანაწილებს მოგებას და მოახდესნ რეინვესტირებას, ამ შემთხვევაში საერთოდ არ გადაიხდის მოგების გადასახადს”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ისაუბრა. კვირიკაშვილის განცხადებით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიები მოგების გადასახადს აღარ გადაიხდიან. მთავრობამ საგადასახადო ლიბერალიზაციაზე მუშაობა დაიწყო და განიხილავს ესტონური მოდელის დანერგვის საკითხს.

პრემიერის თქმით, შესაბამის კანონპროექტს მთავრობა უახლოეს მომავალში განიხილავს. კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ საკითხს მხარს საპარლამენტო ოპოზიციაც დაუჭერს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები