LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგადასახადო შემოსავლების 6 თვის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა

94

22 ივნისის მდგომარეობით, საგადასახადო შემოსავლების 6 თვის გეგმა უკვე გადაჭარბებით არის შესრულებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„ამ დროისთვის, როგორც ნაერთი, ისე სახელმწიფო ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლების 6 თვის გეგმა უკვე გადაჭარბებით შესრულდა. საბოლოო მონაცემები თვის დასრულებისთანავე გამოქვეყნდება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები