LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგამოცდო ცენტრების მზიან მხარეს გაგრილების სისტემა დამონტაჟდა

45

საგამოცდო ცენტრებში გაგრილების სისტემა წელს საპილოტე რეჟიმში, განსაკუთრებით მზიან მხარეს დამონტაჟდა. საგამოცდო ცენტრების კონდენცირების საკითხზე განცხადებას განათლებისა სამინისტრო ავრცელებს.

„ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას, საგამოცდო ცენტრებში გაგრილების სისტემის არარსებობა მუდმივად პრობლემას წარმოადგენდა, რის გამოც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივა იყო, აღნიშნული საკითხი ეტაპობრივად მოგვარებულიყო. გაგრილების სისტემა წელს საპილოტე რეჟიმში დამონტაჟდა იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც განსაკუთრებით მზიან მხარეს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი ცენტრების აღჭურვა, რომელიც სოლიდურ ბიუჯეტს საჭიროებს, მხოლოდ და მხოლოდ პილოტირების შემდეგ განხორციელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს ყველა საგამოცდო ცენტრში შესაბამისად მოწესრიგდა და გარემონტდა სველი წერტილებიც,”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები