LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგამოძიებო კომისიაში მოზარდების დაკითხვა გრძელდება

89

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს დღეს 3 მოზარდი პასუხობს.

სამიდან ორი სამართალდამცველებს დღემდე არ ჰყავდათ დაკითხული.

საგამოძიებო კომისიის წევრი, სერგო რატიან დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს რომ ახალი გარემოებები გამოიკვეთა.

„არის მნიშვნელოვანი ინფორმაციები ამ დღეების განმავლობაში და ჩვენ ვაწვდით ამას შსს-ს, ვისგანაც მოველით შესაბამისს რეაგირებას. ახალი გარემოებები რამდენიმე პირმა დაადასტურა,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

კომისიის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის, განცხადებით, რამდენიმე გამოკითხვის შემდეგ შეძლებენ არსებული სიტუაციის გაანალიზებას.

„როდესაც ჩვენ დავასრულებთ, ყველა მოწმე, ყველა ფიგურანტი, საქმეში მონაწილე იქნება გამოკითხული,“ – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები