LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინა

76

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოვლინეს და ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.

საგამოძებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ შემდგომი რეალიზების მიზნით, ბრალდებულები, ერთ შემთხვევაში, აჭარის რეგიონში, 4 600 კოლოფი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, თბილისში, 3 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 25 000 ლარს აღემატება.

„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები