LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგამოძიებო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს – ქუმსიშვილმა ლევან გამყრელიძე წარადგინა

89

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალ უფროსად ლევან გამყრელიძე დაინიშნა. გამყრელიძეს ფინანსთა სამინისტროში 11 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, ის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლევან გამყრელიძე კარგად იცნობს სფეროს, გადამხდელთა ფსიქოლოგიას და აქვს ფინანსურ დანაშაულთან მუშაობის გამოცდილება.

„დაგეგმილი გვაქვს, რომ გატარდეს სამსახურის რეფორმა, მოხდეს ნორმატიული ბაზების სრულყოფა და ახალი ხელმძღვანელი იდგება ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების სადარაჯოზე,“-განაცხადა მინისტრმა.

საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბადაშვილი პროკურატურას დაუბრუნდა, ის მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილეა.