LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოხალისეების მიღებას იწყებს

97

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურს, გახდეს მოხალისე, სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე (volunteer.ge) დარეგისტრირება 1 ნოემბრიდან შეეძლება.

ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„პირველად იქმნება მოხალისეთა ეროვნული სია და მათ კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუწევს. მოხალისე შეიძლება გახდეს პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი; უნდა ფლობდეს ქართულ ენას საკომუნიკაციო დონეზე; მოხალისე არ უნდა იყოს ნასამართლევი განზრახ მძიმე დანაშაულისათვის და უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; მოხალისემ უნდა მოგვაწოდოს ზუსტი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, რათა არ მოხდეს მისი ჩართვა ისეთ მოხალისეობრივ საქმიანობაში, რომელიც შეიცავს მისი ჯანმრთელობის დაზიანების ან სიცოცხლის მოსპობის რისკს“, – აცხადებენ სამსახურში.

მათივე განცხადებით, მოხალისეების გადამზადებას, ევროკავშირისა და აშშ-ს მხარდაჭერით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს. მათი რეგისტრაციისთვის მალე ახალი ვებპლატფორმა – volunteer.ge ამოქმედდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები