LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს

92

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დღეს ზღვაზე მოსალოდნელია 4 ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. მათივე ინფორმაციით, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.

„ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება. გთხოვთ, დაიცავით უსაფრთხოების წესები,“ – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები