LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ტყიბულში ცხედრების გამოსაყვანად მუშაობენ

84

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ტყიბულში, შემთხვევის ადგილიდან, ცხედრების გამოსაყვანად მინდელის შახტის სამთო მაშველებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ.

უწყების ცნობით, ადგილზე იმყოფებიან იმერეთის სამხარეო სამაშველო ჯგუფები, ასევე, თბილისის სამაშველო ბაზიდან ტყიბულში უკვე გაემართა სამთო მაშველების 14-კაციანი ჯგუფი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სრულად მობილიზებულია, რათა უმოკლეს დროში მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სახანძროსამაშველოს ხელმძღვანელი პირები, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა დღეს დილის 04:00 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.