LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო სიტუაციების სამსახური კვლავ შსს-ის დაქვემდებარებაში გადადის – ინიციატივა მთავრობამ მოიწონა

84

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის, – შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ინიციატივა საქართველოს მთავრობამ დღეს მოიწონა.

მთავრობის გადაწყვეტილება საზოგადოებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა გააცნო.

„დღეს მთავრობამ გაიხილა შს სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი, რომლის თანახმადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით გადადის შს სამინისტროს დაქვემდებარებაში. ეს ცვლილებები განპირობებულია მცირე მთავრობის კონცეფციიდან გამომდინარე, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა უწყების სტრუქტურული რეფორმები განხორციელდა. მიმდინარეობს ასევე მუშაობა და დაგეგმილია ახალი უშიშროების საბჭოს შექმნა, რომელსაც ექნება პოლიტიკის შემუშავების ნაწილში გარკვეული კომპეტენციები, ანუ ის, რაც ნაწილობრივ ჩვენს სამსახურს აქვს. სწორედ ამიტომ განხორციელდება აღნიშნული ცვლილებები. ჩვენ ვფიქრობთ, ეფექტურობა შენარჩუნდება და კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, უწყებაში თანამშრომლების მასშტაბური შემცირება არ იგეგმება, თუმცა იქნება ეფექტი ხარჯების დაზოგვის კუთხით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები