LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო სიტუაციების სამსახურში დარღვევების შესაძლო არსებობა საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა – მამუკა ბახტაძე

96

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, თუკი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს რაიმე დარღვევა ჰქონდა, ეს საგამოძიებო ორგანოებმა უნდა შეისწავლონ. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბახტაძეს დეტალურად არ განუმარტავს, თუ რა მიზეზით გაათავისუფლა მან სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან და აღნიშნა, რომ ის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე მღებრიშვილის გადაწყვეტილებას დაეთანხმა.

„გიორგი მღებრიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც მე დავეთანხმე. მე განვაცხადე, რომ ჩვენ ამ სამსახურში გვაქვს ახალი გამოწვევები, ძალიან პრინციპული ხასიათის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებია გასაკეთებელი. ჩვენ წელს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, თუმცა ეს არ არის სამწუხაროდ საკმარისი, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც შეეხება მსგავსი რისკების შემცირებას. რაც შეეხება დარღვევების შესაძლო არსებობას, ეს საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.