LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

34

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები “ჯეოჰოსპიტალსის” საგარეჯოს მრავალპროფილიან საავადმყოფოში გადაიყვანეს.  როგორც “ფორტუნასთვის” გახდა ცნობილი, ერთ დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ამ დროისთვის დაზარალებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები