საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში, მთის ფერდობზე, ტყის ქვედა საფარში ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მეხანძრე-მაშველებმა ნახანძრალ ტერიტორიაზე ნიადაგის პრევენციული დამუშავების პროცესი უკვე დაასრულეს და ადგილზე სამონიტორინგო სამუშაოების ჩატარების მიზნით იმყოფებიან. ჩაილურის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხანძრის შესახებ ინფორმაცია სააგენტოში გუშინ შემოვიდა. სააგენტოს ცნობით, მაშველთა ოპერატიული მოქმედების შედეგად, ტყის მასიურ საფარზე ხანძარი არ გავრცელებულა.