LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო საქმეთა სამინისტრო სტამბოლის ციხეში მოშიმშილე პატიმრებზე განცხადებას ავრცელებს

134

საგარეო საქმეთა სამინისტრო, თურქეთში, მალტეპეს ციხეში მოშიმშილე საქართველოს მოქალაქეების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

„პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, შიმშილობის დაწყების ერთადერთი მიზეზი არის მათი მოთხოვნა ქართველ სასულიერო პირთან შეხვედრის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე პატიმრების მონახულების მოთხოვნით წერილი სტამბოლის პროკურატურაში გაიგზავნა. ნებართვას პატიმრების მონახულებაზე საკონსულო ორშაბათს მიიღებს, რის შემდეგაც მოხდება შეხვედრა.

„სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საკონსულოს მიერ გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

სტამბოლის ციხეში საქართველოს 150 მოქალაქე შიმშილობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები