LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო უწყება ქუვეითში ქართველების დაკავების ფაქტს ადასტურებს

198

საგარეო საქმეთა სამინისტრო ქუვეითის აეროპორტში მომხდარ ფაქტს ადასტურებს, სადაც „ფორტუნას“ ინფორმაციით, 4 მოქალაქე დააკავეს.

„ვადასტურებთ აღნიშნულ ფაქტს. მიმდინარეობს მოლაპარაკები როგორც ქართულ, ასევე ქუვეითურ მხარესთან. სხა დეტალები უცნობია. გვაქვს კავშირი დაზარებულის ოჯახის წევრებთანაც,“ – განუცხადეს “ფორტუნას” საგარეო საქმეთა სამინისტროში

ქუვეითის აეროპორტში დაკავებულის ახლობლები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმყოფებიან.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის და „ფორტუნასთან“ საუბრისას აცხადებს, მას დაუკავშირდა ქუვეითის ელჩის წარმომადგენელი ალექსანდრე  ჭელიძე, რომელმაც უთხრა, რომ შეხვდა ადგილზე დაზარალებულ მოქალაქეს, თუმცა ჭელიძის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ზეწოლას დაკავებულ მოქალაქეებზე, ჭელიძეს ამაზე საუბარი უჭირს.

 

დაკავებულის დის განცხადებით, ალექსანდრე ჭელიძე მას საქართველოს ნომრიდან დაუკავშირდა და მის მიმართ იყო ირონიული.