LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯები შეწყვიტოს

27

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯები შეწყვიტოს.

უწყება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, ხურჩისა და შამგონას მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი შეფასებით, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის გამიზნული პოლიტიკის ნაწილს, მეტ იზოლაციაში მოაქციოს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა და ნებისმიერი ხერხით შეუშალოს ხელი სამშვიდობო პროცესებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები