საგურამოში კაცმა, საკუთარის ნაცვლად, მეზობლის სახლი გაარემონტა

157

სოციალურ ქსელში ვასო გაბუნია, სახალისო ისტორიას აქვეყნებს.

როგორც ის წერს, უცნობმა, რომელმაც ბინა მის მეზობლად იყიდა, საკუთარის ნაცვლად, შემთხვევით მისი სახლი გაარემონტა.

“საოცარ ისტორიაში გავეხვიეთ მე და ჩემი და.

ბურიანში გვაქვს მიწა, შავი კარკასით.

მამაჩემი ჩავიდა გუშინწინ და დახვდა გაჩაღებული მშენებლობა.

ღობე, კარფანჯარა, გადახურვა, მიწა მოსწორებული, კომუნიკაციები მიყვანილი. ეს ადგილი ახალი წესით უნდა გაგვეტარებინა რეესტრში, ამიტომ ცოტა შევშინდით. 

საბოლოოდ, აღმოჩნდა რომ კაცმა იყიდა მიწა პარალელურ ქუჩაზე, შეეშალათ და ჩვენი აჩვენეს”, – წერს ვასო გაბუნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები